logo_geo
eng_logo
დიდი ბრიტანეთის სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ბელარუსულ ავიაკომპანიებს დიდ ბრიტანეთში ფრენების განხორციელების ლიცენზია შეუჩერა
- +

25 მაისი. 2021. 02:52

 

დიდი ბრიტანეთის სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ბელარუსულ ავიაკომპანიებს დიდ ბრიტანეთში ფრენების განხორციელების ლიცენზია შეუჩერა.

 

დიდი ბრიტანეთის ტრანსპორტის მდივანმა, გრანტ შაპსმა განაცხადა, რომ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დაავალა, რომ ბრიტანულმა ავიაკომპანიებმა ბელარუსის საჰაერო სივრცე არ გამოიყენონ, რათა მგზავრების უსაფრთხოება უზრუნველყონ.

 

შეგახსენებთ, 23 მაისს მინსკის მოთხოვნით ათენიდან ვილნიუსში მიმავალი „რაინეარის“ ავიალაინერი ბელარუსის დედაქალაქის აეროპორტში დასვეს.

 

ბელარუსმა დისპეჩერებმა შეატყობინეს ირლანდიური ავიაკომპანიის ეკიპაჟს მათ ბორტზე არსებული ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ. მინსკში დაჯდომის შემდეგ, ბელარუსელმა სამართალდამცველებმა დააკავეს დამოუკიდებელი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner