„Air France“, „Finnair“ და „სინგაპურის ავიახაზები“ ბელარუსის საჰაერო სივრცეში ფრენებს წყვეტენ.
„ფრანს პრესის“ ინფორმაციით, „Air France“-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კომპანიამ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება გაითვალისწინა.
„Air France“–მა გაითვალისწინა ევროპული საბჭოს დასკვნები და გადაწყვიტა, შემდგომ შეტყობინებამდე, ბელარუსის საჰაერო სივრცეში საკუთარი თვითმფრინავების ფრენები შეაჩეროს“, - აცხადებენ „Air France“-ში.
მედიის ინფორმაციით, ბელარუსის საჰაერო სივრცის გამოყენება ფინურმა ავიაკომპანია „Finnair“-მა და „სინგაპურის ავიახაზებმაც“ შეაჩერეს.
გუშინ კი ცნობილი გახდა, რომ ბელარუსის საჰაერო სივრცეში ფრენების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს ლატვიურმა „airBaltic“-მა, ნიდერლანდურმა „KLM“-მა, უნგრულმა „Wizz Air“-მა, სკანდინავიურმა „SAS“-მა და გერმანულმა „Lufthansa“-მ.