logo_geo
eng_logo
„Air France“, „Finnair“ და „სინგაპურის ავიახაზები“ ბელარუსის საჰაერო სივრცეში ფრენებს წყვეტენ
- +

25 მაისი. 2021. 11:26

 

 

„Air France“, „Finnair“ და „სინგაპურის ავიახაზები“ ბელარუსის საჰაერო სივრცეში ფრენებს წყვეტენ.

 

„ფრანს პრესის“ ინფორმაციით, „Air France“-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კომპანიამ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება გაითვალისწინა.

 

„Air France“–მა გაითვალისწინა ევროპული საბჭოს დასკვნები და გადაწყვიტა, შემდგომ შეტყობინებამდე, ბელარუსის საჰაერო სივრცეში საკუთარი თვითმფრინავების ფრენები შეაჩეროს“, - აცხადებენ „Air France“-ში.

 

მედიის ინფორმაციით, ბელარუსის საჰაერო სივრცის გამოყენება ფინურმა ავიაკომპანია „Finnair“-მა და „სინგაპურის ავიახაზებმაც“ შეაჩერეს.

 

გუშინ კი ცნობილი გახდა, რომ ბელარუსის საჰაერო სივრცეში ფრენების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს ლატვიურმა „airBaltic“-მა, ნიდერლანდურმა „KLM“-მა, უნგრულმა „Wizz Air“-მა, სკანდინავიურმა „SAS“-მა და გერმანულმა „Lufthansa“-მ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner