logo_geo
eng_logo
უკრაინა ბელარუსთან საჰაერო მიმოსვლას აჩერებს
- +

25 მაისი. 2021. 11:33

 

 

26 მაისიდან უკრაინა ბელარუსთან საჰაერო მიმოსვლას აჩერებს. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა.

 

„26 მაისის 00:00 საათიდან უკრაინა წყვეტს საჰაერო მიმოსვლას ბელარუსთან. მთავრობამ ინფრასტრუქტურის სამინისტროს, სახელმწიფო საავიაციო სამსახურსა და სახელმწიფო საწარმო „უკრაერორუხს“ შესაბამისი ზომების მიღება დაავალა“, - ნათქვამია უკრაინის პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

 

გარდა ამისა, უკრაინულ ავიაკომპანიებს ბელარუსის საჰაერო სივრცის გამოყენება ეკრძალებათ.

 

23 მაისს „Ryanair“-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსში რეისს ასრულებდა, ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინების გამო მინსკში დაეშვა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ინფორმაცია არ დადასტურდა. ამასთან, რეისის ერთ-ერთი მგზავრი, ოპოზიციურად განწყობილი ბელარუსი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი დააკავეს.

 

ბელარუსში რომან პროტასევიჩს მინსკში მასობრივი არეულობის მოწყობასა და ხელისუფლებისა და მილიციის წარმომადგენლების მიმართ „სოციალური შუღლის გაღვივებაში“ ადანაშაულებენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner