თურქეთის პრემიერ-მინისტრ ბინალი ილდირიმის ინიციატივით, თურქეთის პარლამენტში საგანგებო სხდომა მიმდინარეობს. დეპუტატები სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასა და ქვეყანაში შექმნილ ვითარებას განიხილავენ.
კანონმდებლების შეხვედრა პარლამენტის დაზიანებულ შენობაში მიმდინარეობს. ღამის განმავლობაში საკანონმდებლო ორგანოს შენობაში რამდენიმე აფეთქება მოხდა. ერთ-ერთი აფეთქებისას 15 ადამიანი დაშავდა.