logo_geo
eng_logo
თბილისის გეზ-ში მებაჟე ოფიცრებმა კონტრაფაქციული საქონელი გამოავლინეს
- +

25 მაისი. 2021. 11:45

 

 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მებაჟე ოფიცრებმა გაფორმების ეკონომიკურ ზონაში „თბილისი“, საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურების განხორციელებისას, სხვისი სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული, კონტრაფაქციული, 8 459 ლარის ღირებულების საქონელი გამოავლინეს.

 

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, „ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“, საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქონელი შეჩერებას დაექვემდებარა და მფლობელის წერილობითი თანხმობის საფუძველზე განადგურებას დაექვემდებარა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner