საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის ნინო კობახიძის ინფორმაციით, ავიაკომპანია „ატლასგლობალი" დღეს სტამბოლიდან თბილისის მიმართულებით ავიარეისს განახორციელებს.
„ავიაკომპანია „ატლასგლობალი" საგანგებო მდგომარეობაში ნიშნავს რეისს დღეს, 16 ივლისს, მიმართულება: სტამბოლი-თბილისი. ადგილობრივი დროით გამოფრენის დრო 16:20", - წერს ნინო კობახიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.