თბილისში, თურქეთის საელჩოსთან, სოლიდარობის აქცია დაიგეგმა. აქციის ორგანიზატორის ნიკა ჩომახაშვილის განცხადებით, აქციის მიზანია, სოლიდარობა გამოუცხადონ თურქ ხალხს.
„აქციის ორგანიზება სოციალური ქსელით ხდება. ვინც მოახერხებს, მოვა და ამ ფორმით სოლიდარობას გამოვუცხადებთ თურქ ხალხს", - განაცხადა ნიკა ჩომახაშვილმა.
აქციის მონაწილეები 15:00 საათზე ჭავაჭავაძის გამზირზე მდებარე თურქეთის საელჩოსთან შეიკრიბებიან.