logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: ახალგაზრდავ, დაიმახსოვრეთ: გაფუჭდები!
- +

25 მაისი. 2021. 13:29

 

 

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და „რიონის ხეობის მცველს“, სამოქალაქო აქტივისტს, ვარლამ გოლეთიანს მიმართავს.

 

როგორც ცნობილია, გოლეთიანი თბილისის რამდენიმე ქუჩის პიკეტირებას გეგმავს და მძინარაშვილი მას რჩევებს უზიარებს.

 

„ახალგაზრდავ, დაიმახსოვრეთ:

 

ქუჩების გადაკეტვა ძალიან არ მოეწონებათ ამ ქუჩების და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს, აგრეთვე იმ ხალხს, ვინც ამ ქუჩებზე და მიმდებარე ქუჩებზე მუშაობს.

 

საერთოდ, ქუჩების გადაკეტვა და ქალაქის პარალიზება ურთულესი და ძალიან უმადური საქმეა.

 

უფრო მეტიც, თითქმის კი არა, საერთოდ შეუსრულებელი დაპირებაა!

 

და ვის უკეტავ ქუჩებს, - ხალხს?

 

სასწრაფოს მანქანებს?

 

სახანძრო მანქანებს?

 

და ვისთვის კეტავ ქუჩებს? - ამავე ხალხისთვის, ვისი მხარდაჭერაც გჭირდება?

 

ძალიან ცინიკურად რომ ვიყო განწყობილი, გეტყოდი, - „თელასივით“ განცხადება გამოაქვეყნე, რომელ ქუჩას როდის და რამდენი ხნით კეტავ-მეთქი, მაგრამ არ გეტყვი, რადგან შენს გულწრფელობაში ეჭვის შეტანის საფუძველი ჯერ არ მაქვს!

 

მაგრამ გაითვალისწინე:

 

შეიძლება ერთი ქუჩა გადაკეტო რამდენიმე დღით!

 

შეიძლება რამდენიმე ქუჩა გადაკეტო ერთი დღით!

 

მაგრამ რამდენიმე ქუჩას ვერ გადაკეტავ დიდხანს!

 

და გაფუჭდები!

 

ხალხი ხელისუფლებისთვის შექმნილი დისკომფორტით ერთობა, თორემ როცა ამ დისკომფორტს უშუალოდ მას შეუქმნი, სულაც არ მოეწონება და იმავე ხელისუფლებას მოსთხოვს შენ ალაგმვას!

 

სხვათა შორის, ზუსტად იგივე ხალხი მოსთხოვს, ახლა რომ შემოგციცინებს!

 

გონიერი ბიჭი ჩანხარ და ისიც გაითვალისწინე, რომ დედაქალაქს თბილისი კი ჰქვია, მაგრამ ხანდახან ისეთი „ცივისია“, ვერც კი წარმოიდგენ!

 

საუკეთესო სურვილებით გწერ და იმედია, გაითვალისწინებ!“- წერს ბონდო მძინარაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner