საკონსულოს ორი თანამშრომელი სტამბოლის ათათურქის აეროპორტში იმყოფება და ქართველების გამოსამგზავრებლად საორგანიზაციო საკითხებით არის დაკავებული - ამის შესახებ სტამბოლში საქართველოს გენერალური კონსული ირაკლი ასაშვილი იტყობინება.
როგორც გენერალურმა კონსულმა საუბრისას აღნიშნა, სტამბოლში ქართველების რამდენიმე ჯგუფი, დაახლოებით 100-ზე მეტი ადამიანი ელოდება გამომგზავრებას საქართველოში.
„გენერალური საკონსულოს ორი თანამშრომელი სტამბოლის ათათურქის აეროპორტში იმყოფება და საორგანიზაციო საკითხებითაა დაკავებული იმისათვის, რომ მოახდინონ ჩვენი თანამოქალაქეების დაბრუნება საქართველოში და სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხებში დაეხმარონ მათ. ერთი ნაწილი 60 კაცამდეა და ასევე არის სხვა ნაწილიც. დაახლოებით 100 კაცზე მეტი იქნება, თუმცა კონკრეტული ციფრის დასახელება ძალიან გამიჭირდება. ზუსტად ვიცი, რომ კომპაქტურად არიან 60 კაცამდე, მაგრამ არის სხვა ჯგუფებიც", - განაცხადა ირაკლი ასაშვილმა.
ირაკლი ასაშვილის განცხადებით, მის ხელთ არასებული ინფორმაციით, თურქეთში გარდაცვლილთა და დაშავებულთა შორის ქართველები არ არიან.