logo_geo
eng_logo
არასამთავრობო ორგანიზაციის შეხვედრა მარტვილელ ახალგაზრდებთან
- +

25 მაისი. 2021. 15:47

 

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში არასამთავრობო ორგანიზაციამ „ჰელფინგ ჰენდმა“ მარტვილელ ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართა თემაზე: „პანდემიის დროს პირადი დაცვის საშუალებები და მნიშვნელობა“.

 

დამსწრე ახალგაზრდები გაეცნენ პანდემიის დროს პირადი დაცვის საშუალებების სწორად და მიზნობრივად გამოყენების მნიშვნელობას, ჰიგიენის დაცვის აუცილებლობას და COVID-19 პანდემიის წინააღმდეგ არსებულ პრევენციულ ღონისძიებებს. ასევე, მიიღეს ინფორმაცია თუ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობა და ქცევითი რეკომენდაციების დაცვა დაავადებათა გავრცელების აღმოსაფხვრელად.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ალექსანდრე ხურცილავა, მერისს კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის თანამშრომელი მარინე თოფურია და პედაგოგი ნიკოლოზ წულაია.

 

შეხვედრის დასასრულს, ყველა მონაწილეს პირველადი ჰიგიენის მოხმარების სასაჩუქრე ნაკრები გადაეცა. კამპანიის ფარგლებში ისინი მუნიციპალიტეტში დაგეგმავენ და განახორციელებენ მოხალისეობრივ პროექტს თანატოლების ჩართულობით.

 

ინიციატივის „ახალგაზრდების ჩართულობა ჰიგიენის ხელშეწყობისათვის კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ“  მიზანია პანდემიის პირობებში ჰიგიენის დაცვის განსაკუთრებული მნიშვნელობისა და სანიტარული პრაქტიკების საკითხებთან დაკავშირებით ცნობადობის ამაღლება ახალგაზრდებსა და მოზარდებში. ასევე, ქვეყანაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია.

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰელფინგ ჰენდი“ უკვე  10 წელზე მეტია მოზარდებისა და ახალგაზრდებისათვის ახდენს მოხალისეობის პოპულარიზაციას და  შესაბამისი პროგრამების დანერგვას, მართავს საგანმანათლებლო და კულტურულ ღონისძიებებს, აქტიურად ახორციელებს მოხალისეობრივ პროექტებს საქართველოს მასშტაბით.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner