logo_geo
eng_logo
ირაკლი შონია: ვრცელი ინტერვიუ ჩავწერე ოლღა დემურია-კოსტავასთან, რომელიც გაზეთ „ქუჯში“ დაიბეჭდა...
- +

25 მაისი. 2021. 15:49

 

 

ჟურნალისტი ირაკლი შონია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

 

„თავის დროზე ვრცელი ინტერვიუ ჩავწერე ოლღა დემურია-კოსტავასთან, რომელიც გაზეთ „ქუჯში“ დაიბეჭდა და მოგვიანებით ჟურნალ „დრო და ისტორიაში““...

 

ამონარიდი: როცა დაიწყეს არალეგალური გაზეთის გამოცემა, მერაბმა მითხრა: გაზეთის გამოცემის ფულს სულ ზვიადი ხარჯავს და ჩემი დახმარება სჭირდებაო. მე მთელი ჩემი ჯამაგირი, მასთან ერთად ფულადი ობლიგაციები, მაშინ დიდი თანხა იყო, უთქმელად მივეცი. მერაბი ჩამეხუტა გულში და მითხრა: დედა, ჯერ ღმერთი მიყვარს, მერე ზვიადი და მერე შენო...

 

- მერაბის მაგივრად მოვაწერე ხელი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს 1991 წ. 9 აპრილს. საპატიო სტუმრად ვიყავი მიწვეული საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სესიაზე. სხდომით დარბაზში მოვაწერე ხელი. შემდეგ მიტინგზეც გამომიყვანეს, მთავრობის სასახლის წინ, სადაც, თავად ზვიადმა გამოუცხადა ხალხს, რომ სიტყვით მივმართავდი შეკრებილთ და „ქართვლის დედა“ მიწოდა. ბედნიერი ვიყავი!

 

- მე დღედაღამ ვლოცულობ ჩვენს ხალხზე,  ვუსურვებ გამარჯვებას და კიდევ გამარჯვებას!

 

ოლღა დემურია-კოსტავა.

(ინტერვიუ ჩაიწერა ირაკლი შონიამ).

ფოტოზე ოლღა დემურია-კოსტავა და ზვიად გამსახურდია...“ - წერს ირაკლი შონია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner