ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და მისი რუსი კოლეგის, ვლადიმირ პუტინის შეხვედრა სავარაუდოდ 15-16 ივნისს შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში გაიმართება.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „CNN“ თეთრ სახლში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა თქმით, 15-16 ივნისს, ბაიდენის პირველი საზღვარგარეთული ვიზიტის ფარგლებში, პუტინთან შეხვედრის ადგილად ქალაქი ჟენევა განისაზღვრა“, – აღნიშნავს „CNN“.