logo_geo
eng_logo
მედიის ცნობით, ჯო ბაიდენი ვლადიმირ პუტინს სავარაუდოდ 15-16 ივნისს ჟენევაში შეხვდება
- +

25 მაისი. 2021. 17:34

 

 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და მისი რუსი კოლეგის, ვლადიმირ პუტინის შეხვედრა სავარაუდოდ 15-16 ივნისს შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში გაიმართება.

 

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „CNN“ თეთრ სახლში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

„პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა თქმით, 15-16 ივნისს, ბაიდენის პირველი საზღვარგარეთული ვიზიტის ფარგლებში, პუტინთან შეხვედრის ადგილად ქალაქი ჟენევა განისაზღვრა“, – აღნიშნავს „CNN“.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner