logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი: „ქართული ოცნება“ არავის მისცემს საშუალებას, დაირღვეს შეთანხმება
- +

25 მაისი. 2021. 17:48

 

 

„წარმოიდგინეთ, გვაქვს სიტუაცია, რომ ოპოზიციურმა ჯგუფებმა აიღეს ამნისტიის აქტის დაინიცირების პასუხისმგებლობა და ისინი ახლა ცდილობენ, გაექცნენ ამ პასუხისმგებლობას“, - ამის შესახებ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, ამას ის ფაქტი ადასტურებს, რომ პარლამენტში ამნისტიის შესახებ ორი კანონპროექტი დარეგისტრირდა. მან ასევე აღნიშნა, რომ შარლ მიშელის შეთანხმებაში ნათქვამია, რომ ამნისტია უნდა შეეხოს ყველა დარღვევას.

 

„სამწუხაროა, რომ ბატონი შავგულიძე, ვინც ოპოზიციის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტზე არის მომხსენებელი, ამ სიტყვებს მარტავს ისე უცნაურად, რომ აქ თურმე იგულისხმება არა ყველა დარღვევა, არამედ მხოლოდ ზოგიერთი მუხლი და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებული თანახმაა. აი, ასეთ მოცემულობასთან ვართ მისული. თუმცა „ქართული ოცნების“ დაინიცირებული კანონი ზუსტად იმ ფორმით არის წარმოდგენილი, როგორც ეს დოკუმენტში არის გაწერილი, რომ ამნისტია უნდა შეეხოს ყველა დარღვევას. რა თქმა უნდა, ეს არ არის მარტივი. თუმცა, როდესაც საუბარია სახელმწიფო ინტერესების მაღლა დაყენებასა და პარტიული ინტერესების უკან გადაწევაზე, მაღალი პასუხისმგებლობით უნდა ვიმოქმედოთ ყველამ. ჩვენ ვრჩებით ამ მაღალი პასუხისმგებლობის ფარგლებში, „ქართული ოცნება“ არავის მისცემს საშუალებას დაირღვეს შეთანხმება, თუმცა ზოგიერთი ოპონენტი ამას ცდილობს“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

 

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა „ამნისტიის შესახებ“ „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. რაც შეეხება ოპოზიციის მიერ მომზადებულ ალტერნატიულ კანონპროექტს, რომელიც შალვა შავგულიძემ წარადგინა, ის კენჭისყრაზე ჩავარდა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner