ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა 16 ივნისს ჟენევაში გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლი ავრცელებს.
„პრეზიდენტი ბაიდენი პრეზიდენტ პუტინს ჟენევაში, 2021 წლის 16 ივნისს შეხვდება. ლიდერები აქტუალური საკითხების სრულ სპექტრს განიხილავენ, რადგან ჩვენ ვცდილობთ აღვადგინოთ პროგნოზირებადობა და სტაბილურობა აშშ-რუსეთის ურთიერთობებში“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.