საქართველოს ელჩმა თურქეთში ირაკლი კოპლატაძემ განაცხადა, რომ ამ დროისთვის თურქეთში საელჩოს ცხელ ხაზზე 1000-მდე ზარი დაფიქსირდა. კოპლატაძის თქმით, დაზარალებულთა შესახებ ინფორმაცია არ შესულა.
„თურქეთში, მხოლოდ ანკარაში საქართველოს საელჩოში არსებულ ცხელ ხაზზე 1000-მდე ზარი დაფიქსირდა. საბედნიეროდ, ზარები ეხებოდა კითხვებს საქართველოს მოქალაქეების მხრიდან მათი დაზარალებულების შესახებ, საბედნიეროდ, დაზარალებულების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა. რაც შეეხება ათათურქის აეროპორტში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, მათთან იმყოფება საქართველოს გენერალური საკონსულოს წარმომადგენელი და როგორც კი ავიარეისები აღდგება, პირველ რიგში, მაქსიმალურად დაეხმარებიან, რომ მათ გამგზავრება მოახერხონ", - აღნიშნა ირაკლი კოპლატაძემ.
ირაკლი კოპლატაძის განცხადებით, საელჩოსა და საკონსულოს წარმომადგენლები მაქსიმალურად დაეხმარებიან საქართველოს მოქალაქეებს.