„ცენტრ პოინტ აჭარის" ერთ-ერთი დირექტორი სალომე ჩარკვიანი დარბაზიდან გაათავისუფლეს. პროკურატურის მიერ დაყენებული შუამდგომლობა სასამართლომ დააკმაყოფილა და ბრალდებულს პირობითი ოთხწლიანი მსჯავრი შეეფერდა.
პროკურატურამ „ცენტრ-პოინტის" საქმეზე დაკავებული სალომე ჩარკვიანისთვის საპროცესო შეთანხმების დასამტკიცებლად, სასამართლოს 15 ივლისს შუამდგომლობით მიმართა.
ბათუმში „ცენტრ პოინტის" მიერ დაგეგმილი „თეთრი მაგნოლიას" მშენებლობის საქმეზე ოთხი ბრალდებული იყო: მაია რჩეულიშვილი, რუკა რჩეულიშვილი, სალომე ჩარკვიანი და ირაკლი მინდელი. სამ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა აქვს შეფარდებული.