სტრატეგიული კვლევებისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კველვითი ცენტრის "აზრის" დამფუძნებელი მალხაზ გულაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მის შვილს, პაპუნა გულაშვილს, „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგოს აქციის მონაწილე თავს დაესხა.
„ეს აგრესიული „ლოსტები“ საიდან გამოძვრნენ, რა „სასტავი“ ჩამოიყარა თბილისში ვითომ ნამახვანის დასაცავად.
ჩემს შვილს, მედია ჰოლდინგის დამფუძნებელს და რადიო ,,ჯორჯიან თაიმსის, გენერალურ დირექტორს, პაპუნა გულაშვილს, რომელიც მანქანით უხვევდა ,,ჯორჯიან თაიმსის ,, ოფისის შლაგბაუმთან, ვიღაც გონებაჩლუნგმა კუნთმაგარმა ხიხომ დროშის ტარი ზედ კბილებში ჩაარტყა, იმის გამო რომ პაპუნამ უთხრა გამატარეო.
ჩვენ გვაქვს ვიდეო ჩანაწერი, რომელიც ამ ჩლუნგის იდენტიფიცირებას მოახდენს. უკვე გამოვიძახეთ პატრული და ველოდებით დამნაშავეების საკადრის დასჯას. ვარლამ გოლეთიანს მოვუწოდებ, ცოტა აზრზე მოიყვანოს ის ველურები, რომლებიც თვითონ ჩამოიყვანა სადღაციდან და დაასია თბილისს“, - წერს გულაშვილი.