logo_geo
eng_logo
მალხაზ გულაშვილი: დროშის ტარი ჩაარტყა, ეგ რომ საფეთქელში მოხვედროდა მოკლავდა...
- +

25 მაისი. 2021. 22:14

 

 

სტრატეგიული კვლევებისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კველვითი ცენტრის "აზრის" დამფუძნებელმა მალხაზ გულაშვილმა ცოტა ხნის წინ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე დაწერა, რომ რომ მის შვილს, პაპუნა გულაშვილს, „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო  აქციის მონაწილე თავს დაესხა.

 

ინციდენტის დეტალების გასარკვევად „რეპორტიორი“ მალხაზ გულაშვილს დაუკავშირდა:

 

 

„ჩემს შვილს 7 საათზე ჰქონდა თათბირი, მოდიოდა შეხვედრიდან, დიზაინერი ჰყავდა დაბარებული, მასთან საქმე ჰქონდა. თავისი ოფისიდან რომ გამოვიდა, იქ აქცია მიმდინარეობდა. მანქანით გასვლა ვერ მოახერხა - გამატარეთო და იმან, ვინც მოგვიანებით თავს დაესხა, არ გაატარა - შემოგვიერთდიო, რას ზიხარ მაგ მანქანაშიო, აქ დადექიო. ჩემმა შვილმა - მე ჩემი საქმე მაქვს და იქ მივდივარო და ამ დროს დაარტყა დროშის ტარი, გახეთქილი აქვს ტუჩი... ეგ რომ საფეთქელში მოხვედროდა მოკლავდა...".

 

კითხვაზე - იმყოფებოდნენ თუ არა ადგილზე შსს-ს თანამშრომლები და რა რეაგირება ჰქონდათ, გულაშვილი ასე გვპასუხობს:

 

„შსს-ს თანამშრომლები იქვე იყვნენ, ის დამნაშავე ადგილიდან  განარიდეს. არ ვიცი გამოკითხეს თუ არა, ჩვენ ახლაც გამოკითხვაზე ვართ.  საქმე აღიძრა.

 

ვიღაც მკვლელები არიან ჩამოსულები... ხელისუფლებას მოვუწოდებ დააწყანროს ეს ადამიანები და ამ გოლეთიანსაც მივმართავ:  რომ ჩამოათრია ეს ხალხი, მიხედოს...“, - თქვა გულაშვილმა.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner