ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმად, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საკუთარი პარტიის პრეზენტაციას 29 მაისს გამართავს.
„როგორი ინფორმირებულია ექს-თავდაცვის მინისტრ კეზერაშვილის ტელევიზია გახარიას პარტიის გეგმებზე?! მხოლოდ ის არ იციან, თავდაცვის მილიარდი სად გაქრა ომის წინ.
ტვ პირველმაც, დღეები დარჩა პრეზენტაციამდეო. კეზერაშვილმა კი პრეზენტაციის თარიღიც იცის, პარტიის სახელწოდებაც, ალბათ ადგილიც...საიდან?“, - წერს ამირან სალუქვაძე.