„30 წელია, რაც საქართველო გახდა დამოუკიდებელი, და ვერაფრით ვერ მოვახერხეთ, რომ გავხდეთ სახელმწიფო“,- ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში რეჟისორმა, რობერტ სტურუამ განაცხადა.
„სულ გვიშლიან ხელს ამაში. ყველაფერი გვიშლის ხელს - გაბოროტებული ხალხი, შურიანი ადამიანები, კარგად რომ არ იციან საკუთარი საქმე. პოლიტიკოსობა თუ გინდა, უნდა იცოდე რაღაც - ყველა დიდი პოლიტიკოსი რაღაცას ამთავრებს ან ძალიან ნიჭიერი იბადება. ყველაფერი არაპროფესიულია ჩვენს ქვეყანაში, უცხოეთი კი როგორც აფრიკის ქვეყანას გვიყურებს. რასაც უნდა, გვიმზადებს და უნდა ვაკეთოთ“, - განაცხადა რობერტ სტურუამ.