logo_geo
eng_logo
თურქეთის ხელისუფლებას ევროკავშირმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა
- +

16 ივლისი. 2016. 12:21



თურქეთის ხელისუფლებას ევროკავშირმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. განცხადება ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა და უმაღლესმა წარმომადგენელმა გაავრცელეს.



თურქეთი ევროკავშირის მთავარი პარტნიორია და სრულად უჭერს მხარს დემოკრატიული გზით არჩეულ მთავრობას, ქვეყნის ინსტიტუტებსა და კანონის უზენაესობას. მოვუწოდებთ კონსტიტუციური წესრიგის სწრაფი აღდგენისკენ და ყურადღებით ვაგრძელებთ მოვლენების განვითარებაზე დაკვირვებას", - ნათქვამია განცხადებაში.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner