თურქეთის ხელისუფლებას ევროკავშირმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. განცხადება ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა და უმაღლესმა წარმომადგენელმა გაავრცელეს.
„თურქეთი ევროკავშირის მთავარი პარტნიორია და სრულად უჭერს მხარს დემოკრატიული გზით არჩეულ მთავრობას, ქვეყნის ინსტიტუტებსა და კანონის უზენაესობას. მოვუწოდებთ კონსტიტუციური წესრიგის სწრაფი აღდგენისკენ და ყურადღებით ვაგრძელებთ მოვლენების განვითარებაზე დაკვირვებას", - ნათქვამია განცხადებაში.