logo_geo
eng_logo
საგარეო უწყება: ფრენები საღამომდე არ განახლდება
- +

16 ივლისი. 2016. 12:22



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით,  თურქეთში საერთაშორისო ფრენები, სავარაუდოდ, დღეს საღამოდან აღდგება. ამის შესახებ ინფორმაცია თურქულმა მხარემ გაავრცელა.

ბოლო ინფორმაციით, რაც თურქეთმა გაავრცელა აეროპორტში და რასაც საკონსულო გვაწვდის, არის ის, რომ ფრენები არ განახლდება საღამომდე. სტამბოლის აეროპორტში იმყოფებიან საქართველოს საკონსულოს თანამშრომლები. ისინი კომუნიკაციაში არიან ქართველებთან და ყველას უხსნიან ბილეთის გადაცვლის პროცედურებს, რა უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ ფრენები როცა აღდგება, საქართველოში დაბრუნება შეძლონ", - აცახდებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner