გენერალი დავით თევზაძე საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და სოციალურ ქსელში წერს:
„26 მაისი ეს ჩვენი დღეა, საქართველოსათვის ნაბრძოლი კაცების დღე ... გილოცავთ ვისაც ქართველობა გეამაყებათ, ვისაც მამული, ენა, სარწმუნოება ჯერ კიდევ ღირებულებებად მიგაჩნიათ, ვისაც გწამთ ღმერთის და უსასოებას არ შეუპყრიხართ, ვისთვისაც ბედისწერაა ქართველობა და ჯვარი განგებისაგან ბოძებული, ვინც იბრძოლეთ ან ბრძოლაში დაეცით, ვინც დახეიბრდით, მაგრამ არ დაჩაჩანაკდით, ვინც ობლად დაგტოვათ ამ ბრძოლამ, მაგრამ სიცოცხლის სიყვარული ვერ წაგართვათ, ვისაც ახსოვხართ, ეამაყებით, ან თქვენ გახსოვთ და გეამაყებათ თქვენი თავგანწირვა.
გილოცავთ ქართული 200-წლიანი ნატვრის ასრულებას. გფარავდეთ უფლის ანგელოზები და ამ ბრძოლას ზვარაკად შეწირული მებრძოლთა სულები. მეამაყებით, ქართველებო!“ - წერს დავით თევზაძე.