logo_geo
eng_logo
გურჯაანის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
- +

26 მაისი. 2021. 11:43

 

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა სოფელ ჩუმლაყში გვიან ღამით მოხდა.

 

ერთ-ერთი ვერსიით, მომხდარს წინ სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა, რის შემდეგაც 40 წლამდე კაცს ცივი იარაღით მიაყენეს ჭრილობები.

 

დაჭრილი გურჯაანში, „ჯეო ჰოსპიტალსის“ საავადმყოფოში მოათავსეს. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

 

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

right_banner right_banner
არქივი
right_banner