ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთში ზვიად შალამბერიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ მერაბ კოსტავას ძეგლი გვირგვინით შეამკეს და კოსტავას სახელობის ახალრეაბილიტირებული სკვერი ოფიციალურად გახსნეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.
ქუთაისის მერიის ინიციატივით, სკვერის მიმდებარე კედელი ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას სტრიქონებით იქნა მოხატული.
„მინდა ეს დღე მივულოცო მთელ ქვეყანას. საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას სხვადასხვა დროს უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის 26 მაისი განსაკუთრებული დღეა. მუდამ ძლიერი გვენახოს ჩვენი ქვეყანა!“ - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.