logo_geo
eng_logo
ხათუნა ხოფერია: ჩამოდი, შე დედამიქინძულო!
- +

26 მაისი. 2021. 13:36

 

ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში 2011 წლის 26 მაისს იხსენებს და საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მიმართავს:

 

„მიშა, მაპატიე, ჩემო ერის კაცო, ჩემო ვაჟკაცო! მაპატიე, რომ 2011 წლის 26 მაისს თავი გაცემინე. შვილები დაგასახიჩრებინე. მაპატიე, რომ კონსტიტუციური უფლებებით გებრძოდი!

 

ჩამოდი, მიშა! ჩამოდი და გახდი პრემიერ-მინისტრი! დამასაქმე, გთხოვ! ამათ ხელში უმუშევარი ვიყავი და ხომ ნახე, როგორ ვუერთგულე! ჩამოდი და.. თუ გინდა, საამებელ პოსტებს დაგიწერ, აი, ისე, ჩემი გადაცემული სიის ხალხი რომ პოსტავს დღეს!

 

რასაც გინდა, დავაბრალებ, ვისაც გინდა. რუსეთის აგენტობას, კამბოჯელი მილიარდერისგან  დაფინანსებას, თავსაფრიან ქალებს უნამუსობას, სოფლელებს უტვინობას, უსწავლელობას, უკულტურობას!

 

ჩამოდი, შე დედამიქინძულო!

 

ჩამოდი! ნუ ააყროლებინე ეს ქვეყანა შენი გაპრავებისთვის ჩიხში შესულ იდიოტ პოლიტიკოსებს!

 

ნუ გააფარჩაკე ეს მადლიანი ქვეყანა! დავიჯერო, საერთოდ არ გაქვს ნამუსი? საერთოდ არ გიყვარს არაფერი ამ მიწა-წყალზე?

 

ჩამოდი და აღარასოდეს დაგიძახებ დორბლიანს, დონდლოს, ავადმყოფს, ნარკუშას, მკვლელს, სისხლიანს, მძორს და ლოქოს....

 

ჩამოდი და დავამთავროთ!

 

სადაც ვიწროა, იქ გაწყდეს!

 

ხომ ხედავ, არ „პრავდები“ და ვერც გტეხავენ თემიდან! არადა, შეერთდნენ და გაერთსისხლხორცდნენ ეს ფულზე სინდისმინთხეულები!“ - წერს ხათუნა ხოფერია.

right_banner right_banner
არქივი
right_banner