logo_geo
eng_logo
მსოფლიო ლიდერები თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობას ეხმაურებიან
- +

16 ივლისი. 2016. 12:46



თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობას საერთაშორისო საზოგადოება გამოეხმაურა.



ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაქ ობამა და სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი მიიჩნევენ, რომ თურქეთში მოქმედმა ყველა ძალამ დემოკრატიული გზით არჩეულ ხელისუფლებას პატივი უნდა სცეს.



ობამამ თურქეთში დაპირისპირებულ ძალებს სტაბილურობისა და სისხლისღვრისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.




ჯონ კერის განცხადებით, მან უკვე გამართა მოლაპარაკება თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან და ამერიკის შეერთებული შტატების სრული თანადგომა გამოუცხადა.



აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა თურქეთში მყოფ თავის მოქალაქეებს ხალხმრავალ ადგილებში გადაადგილებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.



რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებით, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი მოსახლეობის უსაფრთხოებაა. მისი თქმით, ქვეყანაში არსებული სირთულეები კონსტიტუციის შესაბამისად უნდა მოგვარდეს.




კრემლის პრეს-სპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, მოსკოვისთვის პრიორიტეტული საკითხი ამ დროისთვის თურქეთში მყოფი რუსეთის მოქლაქეებისთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.




გაერო-ს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა მხარეებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.




მომხდარს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, გაერთიანებული სამეფოს ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ჯონსონი და ირანის ხელისუფლებაც გამოეხმაურა, მათ დაპირისპირებულ მხარეებს სიმშვიდისკენ და დემოკრატიული გზით არჩეული ხელისუფლების პატივისცემისკენ მოუწოდეს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner