logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: 10 წლის წინ, 2011 წელს მანიაკმა სააკაშვილმა წაგვართვა 26 მაისი!
- +

26 მაისი. 2021. 14:57

 

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი ბონდო მძინარაშვილი, სოციალური ქსელით საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და ქვეყნისთვის რთულ, პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ პერიოდებს იხსენებს.

 

„ზუსტად 100 წლის წინ, 1921 წელს ბოლშევიკებმა წაგვართვეს 26 მაისი!

 

წაგვართვეს ზუსტად 70 წლით!

 

ზუსტად 10 წლის წინ, 2011 წელს მანიაკმა სააკაშვილმა წაგვართვა 26 მაისი!

 

წაგვართვა ზუსტად 1 დღით!

 

3 წლის წინ, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან ზუსტად 100 წლის შემდეგ, დამოუკიდებელმა საქართველომ პრეზიდენტად აირჩია პირველი ემიგრაციის შთამომავალი!

 

დღეს, საქართველოს ოკუპაციიდან ზუსტად 100 წლის თავზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების ახალწვეულები სამხედრო ფიცს დადებენ დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის, სალომე ზურაბიშვილის წინაშე!

 

დღეს 26 მაისია!

 

გილოცავთ!“ - წერს ბონდო მძინარაშვილი.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner