logo_geo
eng_logo
ჯანმო: გასულ კვირასთან შედარებით, მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი 14%-ით შემცირდა
- +

26 მაისი. 2021. 16:06

 

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ გასულ კვირასთან შედარებით, მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი 14%-ით შემცირდა.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, გასულ კვირასთან შედარებით, კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი 2%-ით შემცირდა.

 

ახალი შემთხვევებისა და სიკვდილიანობის ყველაზე დიდი შემცირება ევროპის რეგიონში დაფიქსირდა. ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გაფრთხილებით გამოდის, რომ გლობალურ დონეზე კორონავირუსის შემთხვევების მაჩვენებელი, საერთო ჯამში, მაღალი იყო.

 

„ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში, გლობალურ დონეზე ტენდენციის შემცირების მიუხედავად, Covid-19-ის ახალი შემთხვევებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი კვლავ მაღალია და მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში“, - აღნიშნავენ უწყებაში.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner