კომპანია „Atlasglobal"-მა თურქეთში განვითარებული მოვლენების გამო საგანგებო რეისი დანიშნა, რომელიც თბილისის დროით 16:20 საათზე შესრულდება.
„დღევანდელი რეისი განხორციელდება 16 საათსა და 20 წუთზე, ეს არის სპეციალური რეისი. დღეს რეგულარული რეისი არ იყო დანიშნული. 20 საათსა და 30 წუთზე თბილისი-სტამბოლის რეისი განხორციელდება. ხოლო სტამბოლიდან თბილისის მიმართულებით ჯერჯერობით ასეა დაგეგმილი, 16 საათსა და 20 წუთზე უნდა გამოფრინდნენ. ეს ის მგზავრები არიან, რომლებმაც გუშინ ვერ მოახერხეს საქართველოში დაბრუნება. აეროპორტში რეგისტრაცია 160-მა მგზავრმა გაიარა, მათ მთელი ღამე აეროპორტში გაატარეს და ელოდებოდნენ გამოფრენას", - აცხადებს „Atlasglobal"-ის წარმომადგენელი.