ლაშა ჟვანია საქართველოს მოქალაქეებს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ამის შესახებ საქართველოს ელჩი ისრაელში სოციალურ ქსელში წერს.
„დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ იერუსალიმიდან! ამ მარადიულ ქალაქში, საუკუნეების მანძილზე, ყველაზე მეტად იგრძნობოდა დამოუკიდებელი საქართველოს არსებობაც და დამოუკიდებლობის დაკარგვის შედეგებიც! დაყოფილები ვკარგავდით ყველაფერს! ერთობით - ვაშენებდით და ვამშვენებდით საკუთარ ქვეყანას და ამ წმინდა ქალაქსაც! ერთიანობას, ერთობას და ერთსულოვნებით გაძლიერებას გისურვებთ!“, - წერს ლაშა ჟვანია.
26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს.