logo_geo
eng_logo
სოსო პავლიაშვილი: უდიდესი პატივია, თუ სცენაზე გასვლამდე ჩემზე იტყვიან: ნამდვილი ქართველი!
- +

26 მაისი. 2021. 16:11

 

 

რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი სოსო პავლიაშვილი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და მის მიერ შესრულებულ სიმღერას - „თავისუფლებას“ აქვეყნებს.

 

„დღეს, 26 მაისს, ჩემი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა! პატარა, ღვთიური ქვეყანა, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს ამ სამყაროს შექმნაში. საქართველო ყოველთვის იყო, არის და იქნება ნათელი სანთელი მღელვარე სამყაროში. სანთელი, რომელსაც სიმშვიდე და ღიმილი მოაქვს და ღვთის მადლის განცდა!

 

მთელ მსოფლიოს გთხოვთ, ილოცოთ საქართველოსთვის, ილოცეთ ყველასთვის, რომ თქვენი ლოცვები, როგორც თოვლივით თეთრი მტრედები, გაფრინდნენ მთელ მსოფლიოში, რაც ბედნიერებას, სიხარულს და იმედს მოუტანს. ყველას დაგიბრუნდებათ!

 

იხარე და იდღეგრძელე, საქართველო! მე ყოველთვის გემსახურებოდი ჩემი შემოქმედებით, გულისცემით და ამას გავაკეთებ ბოლო ამოსუნთქვამდე.

 

ჩემთვის უდიდესი პატივია და საუკეთესო ჯილდოა, თუ სცენაზე გასვლამდე იტყვიან: „ნამდვილი ქართველი!“.

 

მადლობა, ჩემო მშობლიურო საქართველო, ყველაფრისთვის. მე შენს საყვარელ სიმღერას - „თავისუფლებას“ გიძღვნი.

 

გილოცავთ დღესასწაულს!“ - წერს სოსო პავლიაშვილი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner