„ცენტრ პოინტ აჭარის" ერთ-ერთმა დირექტორმა სალომე ჩარკვიანმა გათავისუფლების შემდეგ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მხარში დაუდგა.
„პირველრ რიგში, ძალიან დიდი მადლობა ჩვენს პატრიაქრს, სასულიერო პირებს, ჩემს შვილს მადლობა და ვეუბნები აქედან, მეამაყები დე. მადლობას ყველას, ვინც დამიდგა თავდებში, ჩემს მეგობრებს, ნათესავებს, ნაცნობებს და უცნობებს. მადლობა ბადრაგს, პოლიციას და მადლობა ყველას გვერდში დგომისთვის",- განაცხადა სალომე ჩარკვიანმა.
პროკურატურის მიერ დაყენებული შუამდგომლობა სასამართლომ დააკმაყოფილა და ბრალდებულს პირობითი ოთხწლიანი მსჯავრი შეეფარდა.