„მიუხედავად იმისა, თუ რა გამოწვევებია არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს წინაშე, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინეთ ჩვენს ტერიტორიულ ადგილმდებარეობას და ასევე ჩვენს მისწრაფებებს, რომელიც გაგვაჩნია ევროატლანტიკურ სივრცეში გასაერთიანებლად, ასევე თუ გავითვალისწინებთ იმას, თუ როგორი ჩრდილოელი მეზობელი გვყავს, მიუხედავად ამ ყველაფრისა, შეიძლება თამამად ვთქვათ, რომ ჩვენი თავდაცვითი ძალები უმაღლეს დონეზეა“, - ამის შესახებ ექსპერტმა, ლევან ნიკოლეიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისივე თქმით, მარტო თავდაცვაზე რომ იყოს დამოკიდებული NATO-ში გაწევრიანება, საქართველო NATO-ს წევრი უკვე გახდებოდა.
„გასაგებია, რომ კიდევ ბევრი მომენტია გადასალახი, მათ შორის პოლიტიკური. ასევე მთელი რიგი რეფორმებია განსახორციელებელი, მაგრამ თავდაცვის ძალებს რაც შეეხება, ამ შემთხვევაში მხოლოდ და მხოლოდ უნდა ვიამაყოთ. ისეთი თავდაცვის ძალები, როგორიც დღეს ჩვენ გვყავს, არასდროს ჰყოლია საქართველოს“, - განაცხადა ლევან ნიკოლეიშვილმა.