logo_geo
eng_logo
გიორგი ფხაკაძე: ჩემს წინააღმდეგ ხართ განწყობილნი… არ მოგწონთ, რომ თქვენს მხარეს არ ვარ
- +

26 მაისი. 2021. 19:02

 

 

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე factcheck.ge-ზე გამოქვეყნებულ სტატიას ეხმაურება, სადაც საუბარია, რომ იგი კოვიდვაქცინებზე დაუსაბუთებელ და მანიპულაციურ მტკიცებებს ავრცელებს.

 

ფხაკაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ მედიას თანხას უხდის, რათა მის წინააღმდეგ მასალები გამოაქვეყნონ.

 

ჯანდაცვის ექსპერტი მათ აფერისტებს უწოდებს და ამბობს, რომ მოსახლეობას ვაქცინის 1 მილიონ დოზას დაჰპირდნენ, რომელიც დღემდე არ შემოუტანიათ საქართველოში.

 

„მე ვარ ყველაზე აპოლიტიკური ადამიანი აი ამ დიდ ბარდაგში, რომელიც არის საქართველოში. ვისი ვისაშია (ბოდიში ამ სიტყვისათვის), ვერ გაიგებს კაცი. ლანძღავენ ერთმანეთს, შეურაცხყოფას აყენებენ..

 

თქვენ - ნაცებს და ქოცებს რომ გლანძღავთ და მართლა სალანძღავები მყავხართ ზოგ-ზოგიერთები, მე ისე გავიზარდე, რომ ამ სიტყვებს ვერ გამოვიყენებ, მაგრამ გამოსაყენებელია თქვენს წინააღმდეგ, ორივე მხარეს

 

დავიწყოთ ნაციონალებით: თქვე ოჯახაშენებულებო, 1 მილიონი ვაქცინა სად არის, რომ ბღაოდით. გგონიათ, არ ვიცი, რომ ყიდულობთ რაღაც პრესას, ჩემს წინააღმდეგ ხართ განწყობილნი – გასალანძღები ხართ, აბა რა ხართ! არ მოგწონთ, რომ თქვენს მხარეს არ ვარ.

 

ნაცებო, სად არის 1 მილიონი „ასტრაზენეკას“ ვაქცინა, ამოიღეთ ხმა, გეკითხებით, მარტიდან რომ ჩამოგქონდათ. „factcheck“-ები, სად ხართ თქვენ, ნაცების წინააღმდეგ რატომ არაფერს არ წერთ? აგერ მიშაც გამოვიდა და ნაცები, გეკითხებით, სად არის ერთი მილიონი „ასტრაზენეკა“? კიდევ მოლაპარაკებები მიდის „ფაიზერთანო“, აფერისტები არიან“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე ვიდეომიმართვაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner