logo_geo
eng_logo
დიმიტრი ქუმსიშვილი: მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ ჩვენს მოქალაქეებს სტამბოლის აეროპორტში წყალი და საკვები მივაწოდოთ
- +

16 ივლისი. 2016. 12:59



საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, რომ ხელისუფლება მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც სტამბოლის აეროპორტში იმყოფებიან, წყალი და საკვები მიაწოდონ.



„სტამბოლის აეროპორტში არიან ქართველი მგზავრები. იქ არის ორი პატარა ბავშვი, რომელთა ჯანმრთელობაზეც ახლა ვზრუნავთ. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ თვითონ აეროპორტში ავიაკომპანიის თანამშრომლებსაც არა აქვთ თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა. შესაბამისად, ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საკვები და წყალი იყოს მიწოდებული ჩვენი მოქალაქეებისათვის", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner