საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, რომ ხელისუფლება მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც სტამბოლის აეროპორტში იმყოფებიან, წყალი და საკვები მიაწოდონ.
„სტამბოლის აეროპორტში არიან ქართველი მგზავრები. იქ არის ორი პატარა ბავშვი, რომელთა ჯანმრთელობაზეც ახლა ვზრუნავთ. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ თვითონ აეროპორტში ავიაკომპანიის თანამშრომლებსაც არა აქვთ თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა. შესაბამისად, ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საკვები და წყალი იყოს მიწოდებული ჩვენი მოქალაქეებისათვის", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.