logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი: უდავოა, რომ ქვეყანამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია
- +

26 მაისი. 2021. 19:36

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველომ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებთან მიმართებით ბოლო 30 წლის განმავლობაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია.

 

 

„ვულოცავ სრულიად საქართველოს, მართლაც დღეს არის ჩვენი დღე, ჩვენი ერთიანობის, კონსოლიდაციის, რადგანაც, ის, რასაც საფუძველი ჩაეყარა 103 წლის წინ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაფუძნებისას, უკვე 30 წლის წინათ, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ გაგრძელდა, ჩვენ თანმიმდევრულად ვახორციელებთ, რაც არის ასახული ჩვენს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებთან მიმართებით და მკაფიოდ გაწერილია საქართველოს კონსტიტუციაში, საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიაში, რაც გულისხმობს საქართველოს სრულფასოვან ინტეგრაციას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში.

უდავოა, რომ ქვეყანამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ბოლო 30 წლის განმავლობაში. ეს არ არის მხოლოდ ჩემი შეფასება, ასეთ შეფასებას ვისმენთ ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მხრიდან. ეს შეფასება მოვისმინეთ დღეს აღლუმზე, როდესაც ჩვენმა მეგობარმა პოლონეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა იმ პროგრესის შესახებ, რომელიც ქვეყანას აქვს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. მან თქვა, რომ ევროპა ელოდება საქართველოს, ევროპა ელოდება საქართველოს იმ ოჯახში, რომელსაც საქართველო ბუნებრივად მიეკუთვნება“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner