logo_geo
eng_logo
რატი ბრეგაძე: ბრძოლა სამართლიანობისა და თავისუფლებისთვის გრძელდება
- +

26 მაისი. 2021. 20:05

 

„ბრძოლა სამართლიანობისა და თავისუფლებისთვის გრძელდება და თავისუფლება ერთ-ერთი ყველაზე დიდი მონაპოვარია. ის არ გულისხმობს მხოლოდ პრივილეგიას, ის პასუხისმგებლობაცაა“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა „POSTV“-ის ეთერში განაცხადა.

 

„თავისუფლება ერთ-ერთი ყველაზე დიდი მონაპოვარა, რაც კი საქართველოს აქვს. ჩვენ დამოუკიდებლობის აღდგენიდან არაერთი სირთულე გამოვიარეთ – აფხაზეთის ომი, ომი ცხინვალის რეგიონში, ჩვენი არაკეთილმოსურნე მეზობლის მიერ ინსპირირებული და ხელშეწყობილი სამოქალაქო დაპირისპირება და 2008 წლის საბედისწერო მოვლენები. მაგრამ საქართველომ გააგრძელა ბრძოლა სამართლიანობისათვის, რომელშიც ძალიან აქტიური როლი ჰქონდა იუსტიციის სამინისტროს. ჩვენ დღესაც ვმუშაობთ ამ საკითხებზე და მოვიპოვეთ რამდენიმე ისტორიულ გამარჯვება“, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ და იმ სარჩელებზე ისაუბრა, რომლებიც საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ შეიტანა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. 

 

მისი თქმით, ე.წ. დეპორტირებულების  და აგვისტოს ომის საქმეებზე საქართველომ უკვე მოიპოვა ისტორიული გამარჯვება.

 

„ჩვენ გვაქვს, ასევე, მესამე საქმე სტრასბურგში – ე.წ. განგრძობითი ოკუპაციის საქმე, და წინა ორი მოგებული საქმე ოპტიმიზმის ძალიან კარგ საფუძველს გვაძლევს. იუსტიციის სამინისტრო გააგრძელებს ამ საქმეზე ინტენსიურ მუშაობას და გვაქვს იმედი იმისა, რომ, ისეთივე ერთობლივი მუშაობით, როგორიც ვაჩვენეთ წინა ორ საქმეზე, ამ საქმეშიც ვიქნებით წარმატებულნი“,– თქვა რატი ბრეგაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner