კალიფორნიის შტატის ქალაქ სან-ხოსეში სროლას რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც. პოლიციის ინფორმაციით, სროლა სარკინიგზო კომპანიის კომპლექსის ტერიტორიაზე მოხდა.
დაზარალებულები სავარაუდოდ ამავე კომპანიის თანამშრომლები არიან.
გავრცელებული ცნობით, გარდაცვლილია თავდამსხმელიც.