logo_geo
eng_logo
ლანა ღოღობერიძე: პირველი პრეზიდენტის ტრაგიკული დასასრული არის ის, რასაც ძალიან რთულად მოინელებს ერის მეხსიერება
- +

27 მაისი. 2021. 01:03

 

კინორეჟისორი, საქართველოს პირველი ელჩი ევროსაბჭოში ლანა ღოღობერიძე, "ღამის კურიერის" ეთერში, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას, იმ დროინდელ პოლიტიკურ პროცესსა და სამოქალაქო დაპირისპირების წინა პერიოდს იხსენებს.

მან  საქართველოს პირველ პრეზიდენტზეც ისაუბრა.

 

"ჩვენი მხრიდან ყველაფერი სწორი იყო იმ მომენტამდე, სანამ სამოქალაქო დაპირისპირება დაიწყო. ეს მართლაც ტრაგიკული მომენტი იყო. მე ამის მომხრე არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ ეს თავისთავად მოხდა და ჩავერთე ამ მდინარეში. პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ტრაგიკული დასასრული კი,  ეს არის ის, რასაც ძალიან რთულად მოინელებს ერის მეხსიერება.

 

ძალიან განვიცდი ამას. განსაკუთრებით კი იმას განვიცდი, რომ ის ადამიანი, რომელიც ტოტალიტარიზმს ებრძოდა და მთელი სიცოცხლე ამას შესწირა, მერე მართლა მის გარშემო გაერთიანდა მთელი ერი და მერე მოხდა ის, რომ ისევ დაბრუნდა უმცირესობებისა და ხელოვნების მიმართ არასწორი დამოკიდებულება. მოხდა ისევ განხეთქილება, რომელიც დემოკრატიულად უნდა განვითარებულიყო და არა სამოქალაქო დაპირისპირება, რომელმაც ის შეურიგებლობა შვა, რომელსაც ახლაც ვიმკით",- განაცხადა ლანა ღოღობერიძემ.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner