„მისი [გიორგი კვინიტაძე] მუნდირი ხელნაწერთა ცენტრშია, ორდენები ღმერთმა უწყის. რა უნდა ხელნაწერთა ინსტიტუტში მუნდირს? იქნებ საქართველოს მუზეუმში შეგროვდეს ერთად“, - ამის შესახებ პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„დღეს გიორგი კვინიტაძის და მისი მეუღლის საფლავი გაიჭრა მთაწმინდაზე.
ახლა ახალი საქმე, რომელიც უნდა გაკეთდეს ჩემი აზრით და სასწრაფოდ! მე ბუნებით კოლექციონერი ვარ. რამდენიმე დღის წინ საქართველოს მუზეუმს კვინიტაძეების ოჯახმა ქამარ-ხანჯალი აჩუქა.
მისი მუნდირი ხელნაწერთა ცენტრშია, ორდენები ღმერთმა უწყის. თუ გვინდა ექსპონატი, უნდა აიწყოს სრულად. აი ესაა სამუზეუმო საქმე. რა უნდა ხელნაწერთა ინსტიტუტში მუნდირს? იქნებ საქართველოს მუზეუმში შეგროვდეს ერთად. ორდენებიც იქნებ მოიძებნოს და პაგონებიც?
ხოლო საარქივო მასალები, რომლებიც ქამარ-ხანჯალთან ერთად საქართველოს მუზეუმს შეემატა, ხელნაწერთა ცენტრში დაემატოს გენერლის არქივს“, - წერს თაქთაქიშვილი.