logo_geo
eng_logo
მთავარი რაბინი ღარიბაშვილსა და ივანიშვილზე: ნეტავ, იმ ქვეყანას, სადაც ასეთი ლიდერები არიან, მხოლოდ გამოიყენეთ, კი არ დაჭამოთ, ხალხო!
- +

27 მაისი. 2021. 01:44

 

 

ქართველ-ებრაელთა მთავარი რაბინმა  იაკობ გაგულაშვილმა ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში საქართველოსა და ისრაელს შორის 26-ს საუკუნოვანი მეგობრობის გაღრმავებისა და განმტკიცების პერსპექტივებზე ისაუბრა.

მთავარმა რაბინმა ქართველ ებრაელთა კავშირის გაძლიერება და საქართველოს ხელისუფლების მიერ ემიგრაციაში მყოფ ქართველ ებრაელთა სამშობლოში დაბრუნება - ამ თემებზე საუბრისას, რაბინმა პრემიერ ღარიბაშვილის, ასევე ბიძინა ივანიშვილის მიერ განხორციელებულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება.

 

„9 წლის წინ ხანუკის ღონისძიებას დღევანდელი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ესწრებოდა, ასევე ბიძინა ივანიშვილი. ღონისძიება თბილისში ჩატარდა. მომიწვიეს, როგორც მთავარი რაბინი და ჩამოვედი. პატივცემულმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიმართა ქართველ ებრაელებს, რომ დაბრუნებულიყვნენ საქართველოში. მისმა სიტყვებმა ჩემზე იმოქმედა. შემდეგ სიტყვით მე გამოვედი და მას პასუხი გავეცი - ბატონო ირაკლი, ჩვენ მოვდივართ, არსად წავსულვართ, მხოლოდ ერთ რამე გთხოვთ. ჩვენი ბებია-ბაბუების საფლავები უპატრონოდ რომაა და ბალახია ამოზრდილი, კაცი ვერ შედის, ამას როგორმე თუ მიხედავთ, მეც შემეძლება ვთქვა, ჩემო ხალხო, ჩადით“, - განაცხადა მთავარმა რაბინმა.

 

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი დაჰპირდა მას, რომ ამ პრობლემას მისი ფონდი მოაგვარებდა, რაც შესრულდა კიდეც.

 

„ასეთი ადამიანები აქაურ ცხოვრებას წინ წაწევენ: ჩვენი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, აგერ, ბიძინა ივანიშვილი. სასწაული ფენომენი ადამიანია. ნეტავ, იმ ქვეყანას, სადაც ასეთი ლიდერები არიან, მხოლოდ გამოიყენეთ, კი არ დაჭამოთ, ხალხო“, - განაცხადა მთავარმა რაბინმა იაკობ გაგულაშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner