„ღირსეულად და მოკრძალებულად აღინიშნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. მადლობა ორგანიზატორებს და პროცესებში მონაწილე თითოეულ ადამიანს!“, -ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.
„მიხარია, რომ მოლოცვების უწყვეტი ნაკადია როგორც მსოფლიოს ლიდერებისგან, ასევე უამრავი გამოხმაურებაა საერთაშორისო მედიაში. განსაკუთრებული მადლობა ჩვენ საელჩოებს!
დიდი მადლობა პოლონეთის პრეზიდენტს, უკრაინის თავდაცვის მინისტრს, სხვა უცხოელ სტუმრებს თბილისში ჩამობრძანებისა და ჩვენთან ერთად აღნიშვნისთვის!
დღევანდელ დღეს ვულოცავ ოპონენტებსაც!
#ესდღეჩვენია! ეს დღე საქართველოს ყველა მოქალაქისა და ჩვენი სამშობლოს ყველა მეგობრისაა!“, - წერს აბაშიძე.