logo_geo
eng_logo
ედიშერ გვენეტაძე: ახლა შოთა რუსთაველიც რომ ადგეს და თქვას - ჰო, ან არა, მაინც არავინ არ დაუჯერებს!
- +

27 მაისი. 2021. 02:16

 

„ვხედავ, ჩვენი, ქართველების ერთმანეთში მოლაპარაკება შეუძლებელია! და არა მარტო ნამოხვანჰესის, არამედ სხვა ნებისმიერ საკითხზე“, - დაწერა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ანალიტიკოსმა ედიშერ გვენეტაძემ.

 

„ახლა შოთა რუსთაველიც რომ ადგეს და თქვას მისი სიტყვა - ან "ჰო" და ან "არა" მაინც არავინ არ დაუჯერებს!

ამიტომ, ჩემი აზრით ჩვენ რომ ერთმანეთს ჯერ არ ვაგინოთ და ვლანძღოთ, ხოლო შემდეგ არ დავცხოთ და დავიტეხოთ თავები, ამ საქმის წამალია კომპეტენტური უცხოელი ექსპერტების მოწვევა!

ჰოდა რასაც იტყვიან ისინი, დავემორჩილოთ ყველანი მას!

ოღონდ არცერთი აქაური  რაც არ უნდა ტვინი ყურებიდან გადმოდიოდეს ექსპერტი იმ კომისიაში. რატომ? იმიტომ რომ შინაურ მღვდელს საქართველოში შენდობა არ აქვს!

დაწყნარდება ერი, ბერიც და მრევლიც“, - წერს გვენეტაძე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner