logo_geo
eng_logo
ანდჟეი დუდა: რუსეთი ნორმალური სახელმწიფო არ არის, რუსეთი აგრესორი სახელმწიფოა
- +

27 მაისი. 2021. 02:33

 

„რუსეთი ნორმალური სახელმწიფო არ არის, რუსეთი აგრესორი სახელმწიფოა“, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ ოძისის მახლობლად ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან ვიზიტისას  განაცხადა.

 

„რუსეთის აგრესიული, იმპერიალისტური ქმედებები, რომელიც ხალხს განვითარების, ნორმალური ცხოვრების საშუალებას ართმევს, სახელმწიფოების განადგურებასა და ომებს იწვევს, ეს ის ქმედებებია, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება არ შეეგუება. რუსეთი არ არის ნორმალური სახელმწიფო, რუსეთი არ არის სახელმწიფო, რომელიც ნორმალურად იქცევა. რუსეთი აგრესორი სახელმწიფოა და ამის დანახვა ასეთ ადგილებში შეიძლება“, - აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.

 

ანდჟეი დუდამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ რუსეთის ქმედებებს მტკიცე პასუხი უნდა გასცეს.

 

„რუსეთს საერთაშორისო სამართალი რომ დაეცვა, არასდროს დადგებოდა ისეთი სიტუაცია, როგორიცაა რუსეთის მიერ ოკუპირებული ამ ტერიტორიის შექმნა, რომელსაც ცხინვალის რეგიონი ჰქვია. ეს მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ რუსეთი საერთაშორისო სამართალს არღვევს“, - აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner