აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სპეცსამსახურებს კორონავირუსის წარმოშობის შესახებ გამოძიების გაძლიერება დაავალა.
„დღეის მდგომარეობით, აშშ-ის სადაზვერვო საზოგადოება ორი სავარაუდო სცენარის გარშემოა გაერთიანებული, მაგრამ ამ საკითხზე საბოლოო დასკვნამდე ვერ მივიდა“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
25 მაისს თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ჩინეთი ბოლომდე არ იყო გამჭვირვალე Covid-19-ის წარმოშობის გამოძიებისას და საჭიროა სრული გამოძიება იმის დასადგენად, ვირუსი ბუნებრივად გავრცელდა თუ ლაბორატორიული შემთხვევის შედეგად.